Saturday, September 17, 2016

განვსაზღვრე ჩემი თემის მიზნები, რაშიც ძალიან დამეხმარა ბლუმის ტაქსონომია, მიზნები ცხადია შესაბამისობაში უნდა იყოს ესგ-თან.  ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, რომელიც დამეხმარება პროექტის დროს სწორი ფოკუსირება მოვახდინო სწავლის პროცესზე და თვითონ პროექტის მსვლელობაზე. იმისათვის რომ მივაღწიო სასწავლო პროცესის პროგრესს უნდა გამოვიყენო მრავალფეროვანი აქტივობები და შეფასებები. შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს წამყვანი მნიშვნელობა აქვს პროექტის სწორ ორგანიზებაში. ვიმსჯელეთ და გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს. შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
ძალიან სასარგებლო და საინტერესო იყო უკუკავშირის პროცესი. პედაგოგებმა ტრენინგზე დაწყვილების შემდეგ მოვახდინეთ უკუკავშირის სიმულაცია დავინახე თუ რა ტიპის შეკითხვები შეიძლება დავუსვა მეწყვილეს და რაზე გავამახვილო ყურადღება.
გავეცანი საავტორო უფლებებსაც რაც გამომადგება მუშაობის პროცესში. ახლა უკვე ვიცი თუ როგორ არ უნდა დავარღვიო სხვისი საავტორო უფლება.

No comments:

Post a Comment