Saturday, October 1, 2016

პროექტის პორტფოლიო



ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიახლოვდა. პროექტების სწავლების გზამკვლევმა და მასთან დაკავშირებულმა საკითხების განხილვამ ბევრი მნიშვნელოვანი რამ დაგვანახა. პროექტი მართლაც შეუწყობს ხელს მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მის მეტაკოგნეციას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროექტებით მოსწავლე უკავშირდება ცხოვრებისეულ ასპექტებს და შეძლებს დამოუკიდებლად დაფიქრდეს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებზე. გააკეთოს დასკვნები. დაინახოს გარკვეული მიზეზები და მასთან დაკავშირებული შედეგები. იმედია მომავალში უკეთეს პროექტს გავაკეთებ რადგან ამ ტრენინგმა ბევრი საინტერესო იდეა და პრობლემა დამანახა. მე თვითონაც ვგრძნობ რამდენი მნიშვნელოვანი საკითხი ვისწავლე.




Sunday, September 25, 2016

ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდება. დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალებზე. ჩვენ შევქმნით რესურსს, რომელიც მოსწავლეებს პროექტებზე მუშაობისთვის საჭირო თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარება. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტი, შაბლონი ან ფორმა. კარგი კითხვები გააზრებულ, სხარტ პასუხებს განაპირობებს, იქნება ეს მთლიან კლასთან, მცირე ჯგუფებში თუ ინდივიდუალურად მუშაობისას. ეფექტური კითხვები მოსწავლეებს პროდუქტიულ განხილვებში რთავს, შინაარსის ღრმად გააზრებასა და კომპლექსურ აზროვნებას უწყობს ხელს. ჩემი აზრით მიწოდებული შაბლონები, ფორმები, ფოტო-მასალა, სქემები არა მარტო დაეხმარება კონკრეტულ გასაკეთებელ მასალაზე ფოკუსირებაში, არამედ უფრო მოტივირებულსაც გახდის მუშაობის პროცესში. ფასილიტაციის მასალები განსაკუთრებით ჩემი აზრით უნდა გავითვალისწინოთ სსმ მოსწავლისთვის.
 

Saturday, September 17, 2016

განვსაზღვრე ჩემი თემის მიზნები, რაშიც ძალიან დამეხმარა ბლუმის ტაქსონომია, მიზნები ცხადია შესაბამისობაში უნდა იყოს ესგ-თან.  ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, რომელიც დამეხმარება პროექტის დროს სწორი ფოკუსირება მოვახდინო სწავლის პროცესზე და თვითონ პროექტის მსვლელობაზე. იმისათვის რომ მივაღწიო სასწავლო პროცესის პროგრესს უნდა გამოვიყენო მრავალფეროვანი აქტივობები და შეფასებები. შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს წამყვანი მნიშვნელობა აქვს პროექტის სწორ ორგანიზებაში. ვიმსჯელეთ და გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს. შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
ძალიან სასარგებლო და საინტერესო იყო უკუკავშირის პროცესი. პედაგოგებმა ტრენინგზე დაწყვილების შემდეგ მოვახდინეთ უკუკავშირის სიმულაცია დავინახე თუ რა ტიპის შეკითხვები შეიძლება დავუსვა მეწყვილეს და რაზე გავამახვილო ყურადღება.
გავეცანი საავტორო უფლებებსაც რაც გამომადგება მუშაობის პროცესში. ახლა უკვე ვიცი თუ როგორ არ უნდა დავარღვიო სხვისი საავტორო უფლება.

Saturday, September 10, 2016

შერჩეული თემის მიხედვით  გავწერე პროექტის შინაარსი. დასახული აქტივობები დამეხმარება მიზნების მიღწევაში. მიზნები კავშირში იქნება ესგ-სთან, დასახულმა მიზნებმა ხელი უნდა შეუწყონ მოსწავლეებს განუვითარდეთ  მათალი სააზროვნო უნარები. შერჩეული აქტივობები  განუვითარებთ 21-ე საუკუნის უნარებს. ვიმსჯელეთ და განვიხილეტ მიმართულების მიმცემი კითხვები რომელიც დამეხმარება სწორი ფოკუსირება მოვახდინო პროექტის მსვლელობაზე და მოსწავლეებმა შეძლონ საგანთა შორის კავშირის დანახვა გაანალიზება და თემისკენ ადვილად მიმავალი გზების მონახვა.

Saturday, September 3, 2016

დავიწყე პროექტებით სწავლება. პროექტის პრიორიტეტი ძალიან მრავლისმომცველია, რადგან ის დამეხმარება მივაღწიო იმ მიზნებს რისი მიღწევაც საგაკვეთილო პროცესში შეუძლებელია და გაიზრდება მოსწავლეების კრიტიკული აზროვნება, მათი ინტერესი საკითხის მიმართ, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები. პროექტი დამეხმარება მრავალფეროვანი აქტივობებისა თუ მრავალფეროვანი შეფასების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ვისწავლი პროექტის განხორციელების მსვლელობას. ტრენინგი მართლაც საინტერესოა.